გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცუდი ამბავი ისრაელიდან – სეზონი დასრულებულია

გააზიარეთ

ცუდი ამბავი მოვიდა ისრაელიდან. საბა ხვადაგიანი, რომელიც ამ ზაფხულს სლოვაკეთში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა, ხოლო შემდეგ დინამო თბილისიდან მაქაბი ნეთანიას შეუერთდა, უმძიმესი ტრავმა მიიღო.

22 ქლის ქართველმა მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სამწუხაროდ დიდი ხნით უქმობა მოუწევს. სამწუხაროდ, ხვადაგიანისთვის  სეზონი დასრულებულია და ამის შესახებ მან საკუთარ ინსტაგრამ გვერდზეც დაწერა.

ხვადაგიანს ოპერაცია ჩაუტარდება, შემდეგ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ 7-8 თვის შემდეგ შეძლებს.

საბა ხვადაგიანი ახალი გუნდს კარგად მოერგო და ისრაელის ჩემპიონატში აქამდე გამართულ ხუთივე ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო. სექტემბერში ვილი სანიოლიმ ეროვნულ ნაკრებშიც უხმო, თუმცა თურქეთთან და ბულგარეთთან თბილისურ მატჩებში მინდორზე არ გამოჩენილა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები