გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბოლდუინი საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კამარ ბოლდუინი გერმანულ ბაიერნში გადასვლასთან რომ ახლოს იყო, უკვე ვწერდით და ასეც მოხდა.

გერმანულ კლუბსა და 27 წლის მცველს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მაგრამ დამატებით ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. გეტყვით, რომ ბაიერნის მთავარი მწვრთნელი გორდი ჰერბერტია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია. თუმცა, ბოლდუინთან გადაკვეთა არ ჰქონია.

ბოლდუინმა ახალ კლუბთან დაკავშირებით უკვე პირველი კომენტარიც გააკეთა:

„მიუნხენში ჩასვლას მოუთმენლად ველი. ჩემი ბაიერნში გადასვლით მთავარი მწვრთნელი გორდი ჰერბერტი და გენერალური მენეჯერი დრაგან ტარლაცი ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი. მინდა, რომ გუნდს ბუნდესლიგის მოგებაში დავეხმარო, ევროლიგაში კი, მინიმუმ ფლეი ოფში გავიდეთ. ჩემი ძლიერი მხარეები? გამთამაშებელი ვარ, მაგრამ პირველი და მეორე ნომრების პოზიციაზე თამაში შემიძლია. გასულ სეზონში ჩემი საუკეთესო კალათბურთი არ მიჩვენებია, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ახლა, ვგრძნობ, რომ ბაიერნისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია“, – განაცხადა ბოლდუინმა.

ბოლდუინს ევროლიგის გასულ სეზონში საშუალოდ 7.1 ქულა და 3.7 პასი ჰქონდა, ლიგა ენდესაში კი – 9.3 ქულა, 2.5 მოხსნა და 3.1 პასი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი