გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თბილისი ევრობასკეტის მოლოდინშია

გააზიარეთ

8-16 აგვისტოს თბილისი 16 წლამდე ასაკის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 16 უძლიერესი ნაკრები უკვე საქართველოს დედაქალაქშია. ცხადია, მათ შორის არის საქართველოც.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ესტონეთი, თურქეთი, ისრაელი, ლიეტუვა;

B ჯგუფი: შვეიცარია, ფინეთი, სლოვენია, საფრანგეთი;

C ჯგუფი: საქართველო, გერმანია, სერბეთი, ესპანეთი;

D ჯგუფი: რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, იტალია;

ფლეი ოფში ყველა გუნდი გადის. A და B ჯგუფების გუნდები ჯვარედინი სისტემით დალაგდებიან, ასევე დაწყვილდებიან C და D ჯგუფის გუნდებიც. გამარჯვებულები ბრძოლას ჩემპიონობისთვის და საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებენ, დამარცხებულები კი, უბრალოდ ყველა ადგილს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები 8 აგვისტოს ესპანეთს ეთამაშება; 9 აგვისტოს სერბეთს გაეჯიბრება; 10 აგვისტოს – გერმანიას; ჩვენი გუნდის სამივე მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველომ A დივიზიონში თამაშის უფლება შარშანწინ მოიპოვა, ხოლო შარშან ადგილი შეინარჩუნა. წლევანდელი ამოცანაც ეს უნდა იყოს – დავრჩეთ უძლიერეს 16 ნაკრებს შორის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი