გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილს ევროლიგის გრანდისგან შეთავაზება აქვს – რას გადაწყვეტს სანდრო

გააზიარეთ

ევროლიგის გრანდი პანაითაიკოსი სანდრო მამუკელაშვილის გაფორმებას ეცდება – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Backdoorpodcast ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბერძნული კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას NBA-ს ისეთი თავისუფალი აგენტებით ეცდება, რომლებიც ამერიკაში დიდ სათამაშო დროს ვერ იღებენ, ქართველი ფორვარდი კი მათი ერთ-ერთი ფავორიტია.

თავის მხრივ, მამუკელაშვილის პოზიცია ცალსახაა – მისი მიზანია, ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს და NBA-ში ახალი კონტრაქტი დაიმსახუროს, რადგან თვლის, რომ ლიგისთვის შესაფერისი სათამაშო უნარები აქვს და ამის დამტკიცება სურს.

თუმცა, თუ მან NBA-ს გუნდებისგან შეთავაზებები ვერ მიიღო, ევროპულ ვარიანტებსაც განიხილავს, ხოლო ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ პანაითაიკოსი იქნება. თუ ასე მოხდა, ბერძნები მზად არიან, მამუკელაშვილს ოფიციალური შეთავაზებით მიმართონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამუკელაშვილი პანაითაიკოსის თურქ თავკაცს, ერგინ ათამანს ძალიან მოსწონს და შესაძლებლობის შემთხვევაში, სურს მისი გაფორმება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი