გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჩემპიონს მე-7 თამაში გადაწყვეტს

გააზიარეთ

NBA-ს 2025 წლის ჩემპიონს ინდიანა პეისერსსა და ოკლაჰომა სითის შორის მე-7 თამაში გადაწყვეტს – ინდიანამ მეექვსე თამაში სახლში დამაჯერებლად მოიგო.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ტაირის ჰალიბარტონის თამაში სათუო იყო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, თუმცა შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დადასტურდა, რომ ამერიკელი გამთამაშებელი ინდიანას დაეხმარებოდა.

რიკ კარლაილის გუნდიდან საუკეთესო ობი ტოპინი იყო, რომელმაც 20 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა, ენდრიუ ნემჰარდმა 17 ქულის ჩაგდება შეძლო, ხოლო პასკალ სიაკამმა სოლიდური ორმაგი დუბლი შემოგვთავაზა 16 ქულითა და 13 მოხსნით.

წაგებული გუნდიდან საუკეთესო შაი გილჯეს-ალექსანდერი იყო 21 ქულით.

მე-7 თამაშში ჩემპიონი 23 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაირკვევა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი