გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გიორგი შერმადინი – ორივე გუნდში საუკეთესო

გააზიარეთ

ჩვენთვის ისტორიული ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, ქართველი კალათბურთელები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ.

გულშემატკივარს კარგად ეცოდინება, რომ უკვე წლებია ტენერიფეს ღირსებას გიორგი შერმადინი იცავს, რომელიც ალბათ არც ესპანელ და არც ქართველ ქომაგს ამ გუნდის მიღმა აღარ წარმოუდგენია.

ჰოდა, 36 წლის ქართველმა კალათბურთელმაც ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის რეალთან იდეალური მატჩი ჩაატარა.  დაპირისპირება ძალზედ დაძაბული გამოდგა და რეალმაც მეტოქეს ოდენ ერთი ქულის სხვაობით – 72:71 აჯობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა რეალის კალათში 23 ქულა მოათავსა და ოთხი მოხსნაც მიითვალა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე საერთო ჯამში 30 წუთზე მეტი გაატარა და ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში კი რეალი ვალენსიას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი