გამოგვიწერეთ

ნაკრები

ესპანეთი საქართველოს ულიდეროდ დახვდება

გააზიარეთ

ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს სერიოზული გამოცდა ელის – ჩვენებურები ქულების დაგროვებას სტუმრად თურქეთთან და ასევე სტუმრად ესპანეთთან ეცდებიან.

შესაძლოა, ამ უკანასკნელმა ვილი სანიოლის შეგირდებს დიდი დანაკლისით უმასპინძლოს. კერძოდ, ეჭვქვეშაა ესპანეთში ლამინე იამალის თამაში, რომელიც წინა სანაკრებო პაუზიდან ტრავმით დაბრუნდა.

როგორც ირკვევა, ბარსელონას იამალის გაშვება და ტრავმის გამიზეზება არ სურს. საქმე ისაა, რომ წინა სანაკრებო პაუზაზე იამალი ტკივილგამაყუჩებლით ათამაშეს, რასაც ახალგაზრდა გარემარბის ტრავმის გასერიოზულება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ იამალი ტრავმიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. სავარაუდოდ, ის პსჟ-ს წინააღმდეგ ხელმისაწვდომი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები