გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ტორინომ საზონოვის გაყიდვა გადაწყვიტა – რა ელის ქართველს

გააზიარეთ

სერია ა-ში საბა საზონოვის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ამას ვისურვებდით, მიზეზი კი ქართველი მცველის გაუთავებელი ტრავმებია.

გასულ სეზონში საზონოვი იჯარის წესით ემპოლიში ჩაირიცხა, თუმცა უმძიმესი ტრავმის მიღების გამო მისი იჯარა წარუმატებელი აღმოჩნდა, ახლა კი საბას მომავალი ტორინოშიც ბუნდოვანია.

იტალიური მედია იტყობინება, რომ ტორინოს საზონოვის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. წარუმატებელი იჯარის და ტრავმების შემდგომ, ტორინოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ქართველი მცველი მათ სამომავლო გეგმებში აღარ შედის, თუმცა ჩვენებურისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ის ართულებს, რომ, ჯერჯერობით, შეთავაზებების გარეშეა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე საზონოვი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია – ცნობილია, რომ იგი ტორინოს გეგმებში არ შედის, თუმცა შეთავაზებები არც სხვა კლუბებიდან აქვს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები